აკრედიტივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკრედიტივი - (letter of credit) [<ლათ. Accreditivus რწმუნებისა]
- საბანკო ანგარიშის სახეობა, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სააკრედიტივო დავალებაში მითითებული პირობების დაცვით მიიღოს გასამრჯელო ვალდებულების შესრულებისთანავე;
- ანგარიშსწორების ფორმა საგარეო ვაჭრობაში. აკრედიტივი ხშირად გამოიყენება ტრატასთან ერთად საგარეო ვაჭრობის დაფინანსების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით;
- სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის უფლებას ბანკში მიიღოს აკრედიტივში მითითებული თანხა.