დევალვაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევალვაცია - (devaluation) [ლათ. de ...tvaleo]

  1. ცენტრალური ბანკის აქცია, რომელიც ვლინდება ეროვნული ვალუტის ფიქსირებული კურსის შემცირებით, უცხოურ ვალუტებთან შედარებით. დევალვაცია გამოიყენება საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებისათვის, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ვინაიდან იგი უარყოფითად აისახება ეროვნულ ეკონომიკაზე. ასეთ შემთხვევაში უცხოური ვალუტის მფლობელები დაბალ ფასებში იძენენ ადგილობრივ საქონელს, ხოლო შიდა ბაზარზე ფასები იმპორტზე იზრდება. თუ საექსპორტო პროდუქციის წარმოება არ გაიზრდება, მაშინ ექსპორტისაგან ნაკლები იქნება შემოსავალი, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს საგადასახდელო ბალანსის პრობლემას;
  2. ოქროს პარიტეტის გაუქმებამდე (1978) დევალვაცია გამოხატავდა აგრეთვე ფულად ერთეულში (ეროვნულ ვალუტაში) ოქროს შემცველობის ოფიციალურ შემცირებას ან მისი კურსის დაცემას სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით. საპირისპიროა - რევალვაცია.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები