ციხესიმაგრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:02, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციხესიმაგრე – სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამაგრებული პუნქტი (ქალაქი) მუდმივი გარნიზონით, რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი თავდაცვა ბლოკადის პირობებში.

პირველი პრიმიტიული ციხესიმაგრეები, შემოღობილი დასახლებების სახით, გვაროვნული წყობილების ხანაში გაჩნდა. მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ციხესიმაგრებს მონათმლობელური და ფეოდალური სახელმწიფოების ომებში. I მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ევროპაში 150-მდე სხვადასხვა ციხესიმაგრე იყო. დიდი ციხესიმაგრის გარნიზონი მშვიდობიანობის დროს 40–50 ათ. კაცს ითვლიდა, ომის დროს – 100 ათ-ს. 1920- იანი წლებიდან ციხესიმაგრეები შეიცვალა სიმაგრეების ახალი ტიპით – გამაგრებული რაიონებითა და გამაგრებული ხაზებით.



იხილე აგრეთვე

მაჟინოს ხაზი

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები