ოთარშენის წმინდა გიორგის ნიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარშენის წმინდა გიორგის ნიში - წმინდა გიორგის ნიში მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრში მდებარე სოფელ ოთარშენში, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორცვზე.

აღწერილობა

ოთარშენის წმ. გიორგის ნიში (თარიღი დაუდგენელია) დარბაზულია (3,8X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დანგრეულია, კედლები შემორჩენილია 0,7მ სიმაღლეზე, გადარჩენილია მხოლოდ შესასვლელის სამხრეთი წირთხლის ორი ღვინისფერი შირიმის ქვა. შესასვლელი დასავლეთითაა. საკურთხეველი სწორკუთხაა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები