რაფსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაფსი - (Brassica napis var. oleifera DC.). ჯვაროსანთა ოჯახის ზეთოვანი კულტურაა. მოჰყავთ ორი სახისა: საშემოდგომო და საგაზაფხულო,
საშემოდგომო რაფსი გავრცელებულია (უკრაინაში) თბილი, ტენიანი კლიმატის რაიონებში. ყვავილობას იწყებს დათესვიდან მეორე წელს, ივნისის პირველი დეკადიდან 25—35 დღის განმავლობაში. ღალიანობა 1 ჰა-ზე 50 კგ-ია. საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტი — 4—5 კგ. საგაზაფხულო რაფსი გავრცელებულია ევროპული ნაწილის ცენტრალურ რაიონებში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში. ყვავილობას იწყებს ზაფხულის მეორე ნახევარში.
ღალიანობა 1 ჰა-ზე—40—50 კგ.