მორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მორი – სუფთად ჩამოხერხილი ბოლოებით, ტოტებისაგან გაწმენდილი, გარკვეული სიგრძის, ხის ტანის მონაჭერი. გამოიყენება ხის სახლების, ხიდების, ანძების, კოშკების ასაგებად, ხიმინჯებად, ბიგებად მაღაროში, მაღაროსზედა ურნალების დასამზადებლად, ქარ- და თოვლსაფარი ფარების მოსაწყობად და სხვ., აგრეთვე მისგან დახერხილი მასალისა და ანათალი შპონის მისაღებად. მორს წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს და ახასიათებს წოწება (დიამეტრის ცვალებადობა სიგრძეში), რომელიც ყოველ გრძივ მეტრზე შეადგენს დაახლოებით 1 სმ-ს.