მოლარტყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 19 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოლარტყვა

მოლარტყვა – შენობის სახურავის მზიდი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს წყალსაიზოლაციო ფენის ფუძე, იღებს სახურავის დატვირთვას და გადასცემს მას ნივნივებს. არის საბურულე მასალის საფუძველი და მონაწილეობას ღებულობს სახურავის სივრცითი სტრუქტურის ფორმირებაში. მზადდება ხის (ფიცარი, ძელი, ფანერა) ან ლითონისაგან (საბურულე გრძივები), შეიძლება იყოს ერთ- ან ორფენიანი. პირველი ფენა, როგორც წესი, ყენდება სახურავის კეხის პარალელურად და გამოიყენება ლითონკრამიტის ბურულისათვის, ხოლო მეორე ფენა ეწყობა პირველის მართობულად (ან ირიბად) – კეხიდან კარნიზისკენ სახურავის ქანობის მიმართულებით და გამოიყენება ნებისმიერი სახის ბურულისთვის. რბილი საბურულე მასალების გამოყენების შემთხვევაში, უწყვეტი ფენილის ფიცრებს შორის დაშორება არ უნდა აღემებოდეს 10 მმ-ს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები