მინის ბამბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მინის ბამბა – მასალა, რომელიც შედგება უწესრიგოდ განლაგებული მინის ბოჭკოებისაგან.
სიმკვრივე – 75-125 კგ/მ3,
თბოგამტარობა – 0,04-0,052 ვტ/(მ.კ).
მინის ბამბის გამოყენების მაქსიმალური ტემპერატურაა 450°C. მისგან ამზადებენ საგებს, ფილებს, ზოლებსა და სხვა ნაკეთობებს, მათ შორის ქსოვილსაც. გამოიყენება მათბუნებელელ საშენ მასალად.