ბოლნისის ტუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლნისის ტუფი

ბოლნისის ტუფი – ვულკანური ქანი. კვარცპორფირული შედგენილობის ტუფლავა ან ლავა. ყვითელ ფონზე სხვადასხვა ტონის ყავისფერი კლაკნილი ზოლები, რომელსაც რკინის ჰიდროჟანგი აჩენს, ორიგინალურ იერს და სილამაზეს სძენს მას. საბადო მდებარეობს თბილისიდან 60 კმ-ზე ბოლნისის რაიონის სოფლების ხატისოფლის, სარაჩლოს, ფახრალოს, შიხალის, ქვეშის, ზედა გულავერის მიდამოებში. პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. ფიზიკურ-მექანიკური თვისებები: სიმკვრივე – 1975-2280 კგ/მ3, დროებითი წინაღობა გაჭყლეტაზე მშრალ მდგომარეობაში – 403-1229 კგ/სმ2, წყალშთანთქმა – 3,5-10,35%, ყინვაგამძლეობა – ნორმალური. კარგი დეკორატიული თვისებების გამო ბოლნისის ტუფი ფართოდ იყენებენ მონუმენტურ ნაგებობათა მშენებლობაში. ბოლნისის ტუფის საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები