ბენზინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:10, 17 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენზინი − (გერმ. Benzin < არაბ. lubān jāwī საკმეველი კუნძულ იავადან), ალიფატური (ცხიმოვანი) რიგის თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც მიიღება ნავთობის კრეკინგით (მისი მიღება შეიძლება აგრეთვე ნახშირიდან, ფიქალებიდან). ბენზინი არსებობს რამდენიმე ხარისხის: საავიაციო, საავტომობილო და სხვ. ფართოდ გამოიყენება შიგაწვის ძრავებისათვის საწვავად თვითმფრინავებში, ავტომობილებში და სხვ., აგრეთვე გამხსნელად – რეზინისა და ქიმიურ მრეწველობაში. ბენზინი, როგორც საწვავი, პირველად გამოყენებული იქნა XIX საუკუნის ბოლოს, როცა დაიმლერმა შექმნა შიგაწვის ბენზინის ძრავა. საავტომობილო ბენზინის მრავალი სახეობა არსებობს, რომელსაც განსაზღვრავს ოქტანური რიცხვი. რაც მაღალია ოქტანური რიცხვი, მით უფრო მაღალია ბენზინის ხარისხი. ყველა ეთილირებულ ბენზინს უმატებენ სხვადასხვა ფერის საღებავის დანამატს, შესაბამისად, მისი შეფერილობაც სხვადასხვაა: А-72 – ვარდისფერი, А-76 – ყვითელი, АI-93 – ნარინჯისფერ-წითელი, АI-98 – ლურჯი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ბენზინის მარკებს სხვადასხვა დასახელება აქვს: Italian Grade motor gasoline, german Grade motor gasoline, unleaded midgrade motor gasoline, unleaded motor gasoline (91RON, 92RON, 95RON), leaded motor gasoline (97RON)], winter grade motor gasoline, summer grade motor gasoline და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები