ასფალტი პიჩ-ლეიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 10 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასფალტი „პიჩ-ლეიკი” – ასფალტის სახეობა, რომელიც მოიპოვება რესპუბლიკა ტრინიდად და ტობაკოს კუნძულ ტრინიდადის სამხრეთ-დასვლეთ ნაწილში განლაგებულ ბიტუმის ტბა „პიჩ-ლეიკ”-ში, ქ. ლა ბრეას სიახლოვეს. ფართობი 40 ჰა აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 80 მ-ს. შეიცავს სუფთა თხევად ასფალტს, რომლის მარაგი დაახლოებით 6 მილიონ ტონად არის შეფასებული. წარმოადგენს მსოფლიოში ბუნებრივი ასფალტის უდიდეს რეზერვუარს. ტბის წარმოქმნა დაკავშირებულია სიღრმულ რღვევებთან.