ფოლადის ცხლადგლინული არმატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 4 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოლადის ცხლადგლინული არმატურა – არმატურის სახეობა, რომელიც მიიღება ფოლადის მრგვალი ნამზადის ცხელი გლინვით. იწარმოება მხოლოდ სუფთა ნახშირბადიანი ან ლეგირებული ფოლადისაგან. საჭიროების შემთხვევაში მასალის თვისებების გასაუმჯობესებლად, ღეროვანი ცხლადგლინული არმატურის ფოლადის შემადგენლობაში შეჰყავთ სპეციალური კომპონენტები, როგორიცაა: სილიციუმი, ტიტანი, ქრომი, მანგანუმი და სხვ. ფოლადის ცხლადგლინული არმატურა შეიძლება იყოს გლუვზედაპირიანი ან პერიოდული პროფილის.