მეგრელიშვილი ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 28 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთანდილ მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი ავთანდილ — (1938), პოეტი. მისი პირველი ლექსი („დედაქალაქს”) გამოქვეყნდა 1958 წელს გაზეთ „ჭიათურის მაღაროელში”. გამოცემული აქვს საბავშვო პოეტური კრებულები: „ხელს აღარ ვახლებ იასა”, „ისწავლე და იმამაცე”, „ნაკადული ვარ პატარა”, „საქართველოს ვხატავ ლამაზს”. გამოსცემდა საყმაწვილო გაზეთს – „პატარა ქართველი”.


ბეღურების სიხარული
ამ მარტით და ამ ქარით,
ამ მზითა და ამ მთვარით
კუდამოძუებული
გაი პარა ზამთარი!
მზემ გაგვათბო მზეწვიამ,
აღარ ვთრთივართ სიცივით,
გაზაფხული გვეწვია,
ყვავილების სიცილით!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები