კისრის ფისტულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:57, 1 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კისრის ფისტულები — კისრის მედიალური ანუ შუამდებარე ფისტულები, როგორც წესი, შეძენილია და ინფექციური გართულების შედეგს წარმოადგენს. რაც შეეხება ლატერალურ ფისტულებს, აქ საქმე გვაქვს თანდაყოლ პათოლოგიასთან.

სარჩევი

კისრის ლატერალური ქვედა ფისტულები

როგორც წესი, მე-2 ბრანქიალური ჯიბიდან ვითარდება. მე-3 ბრანქიალური ჯიბის ფისტულები იშვიათია. ფისტულა კანზე პატარა ზომის, რამდენიმე თმით გარშემორტყმული ხვრელის სახით გვხვდება. მდებარეობს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ქვედა ნაწილში, ლავიწის ძვლის ზედაპირთან. ასეთი ფისტულის არსებობის დროს, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ სმენა, რათა გამოირიცხოს ბრანქიო-ოტო-რენალური (B.O.R.) სინდრომი.

მკურნალობა ქირურგიულია და გულისხმობს ფისტულის მთლიან ამოკვეთას. ფისტულის არხი, როგორც წესი, ზემოთ, ტონზილარული სივრცისკენ ადის. ამიტომ წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ პაციენტი კისერზე დიდი განაკვეთის არსებობის შესახებ.

ბრანქიალური 1-ლი ჯიბის ფისტულა (აურიკულო-ცერვიკალური ფისტულა), შესაძლოა ყბის კუთხის უკან, ყურის ბიბილოს ქვემოთ იხსნებოდეს.

ბრანქიალური მე-4 ჯიბის ლატერალური ფისტულა, როგორც წესი, პატარა ასაკის ბავშვებში ვლინდება ფსევდო თიროიდიტის ან კისრის ქვედა აბსცესის სახით.

მედიალური კისრის ფისტულა. ე. წ. KTT ფისტულა ანუ, თირო-გლოსალური არხის კისტის ფისტულა. ვლინდება ბავშვთა ასაკში, როგორც წესი, მტკივნეული შესიებით. ამ კისტის ფისტულიზაცია უკვე გართულებაა და საკმაოდ აძნელებს ოპერაციულ ჩარევას.

ტუბერკულოზური ფისტულები

ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც შეიძლება შეგვხვდეს შორს წასული ლიმფური კვანძის ტუბერკულოზის დროს. ახასიათებსკიდეების წყლულოვანი ხასიათი.

კისრის ოდონტოგენური ფისტულები

იშვიათი პათოლოგიაა. როგორც წესი, ვლინდება ქვედა ყბის მიდამოში თუმცა, ზედა ყბის მიდამოშიც გვხვდება. პალპაციით, ფისტულის ქვეშ შეიძლება ძვალში შევიგრძნოთ კრატერი. მკურნალობა ყოველთვის დენტალური მიზეზის – დაჩირქების კერის აღმოფხვრაა. კანის ფისტულის ამოკვეთა არ რის საჭირო. ის თვითონ ხორცდება.

აკტინომიკოზური ფისტულები

ეს პათოლოგია ბაქტერიული ეტიოლოგიისაა და მისი მკურნალობა აკტინომიკოზის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებებით (პენიცილინი, Rovamycin) უნდა წარიმართოს, რამდენიმე თვის მანძილზე.

ავთვისებიანი მეტასტაზის ფისტულა

გვხვდება შორს წასული ავთვისებიანი ორო-ფარინგეალური კიბოების მეტასტაზური ადენოპათიის ინფიცირების დროს. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ჰისტოლოგიური კვლევა.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები