ფაიალიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაიალიტი (რკინის ქრიზოლითი) [ფრანგ. fayalite < კუნძულ ფაიალის (აზორის კუნძულები) სახელის მიხედვით] – რკინით მდიდარი ოლივინის ჯგუფის მომწვანო-მოყვითალო ფერის მინერალი. ფორმულა – Fe2SiO4. სიმკვრივე – 4390 კგ/მ3. გავრცელებულია დედამიწის ტუტე და მჟავე მაგმურ ქანებში. გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით. იხსნება მარილმჟავაში. გამოიყენება მეტალურგიაში დანამატად თერმო- და კოროზიამედეგი ლითონის შენადნობების მისაღებად.