ცვილისებრი კლიტოციბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 22 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცვილისებრი კლიტოციბე (ლათ. Clitocybe ceussata (Fr.) Kumm. რუს. Говорушка восковатая)
ქუდი –·4-7 სმ დიამეტრისა, ამობურცული, შემდეგ ოდნავ ჩოქელეტილია შუაში; ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი, თითქოს წყლით გაჟღენთილი რგოლებით, ჭუჭყისფერ-თეთრია ან მკრთალი ნაცრისფერი. ფირფიტები ვიწროა, ხშირი, დაღმავალი, ჭუჭყისფერ-თეთრი.
ფეხი – 4-5 სმ სიგრძისა და 0.5-0·8 სმ სისქისა. ძირში გამსხვილებულია, ჭუჭყისფერ-თეთრი.
სპორები – ოვალისებრი, უფერული, 4-5X2-3 მკმ.
იზრდება ფოთლოვანი და წიწვიანი ტყის მკვდარ საფარზე ზაფხულ-შემოდგომით.
ძლიერ შხამიანია, იწვევს ნერვული სისტემის დამბლას.