ღორის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:05, 22 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღორის სოკო (ლათ. Paxillus involutus (Fr) Fr. რუს. Свинушка тонкая)
ქუდი – 5-15 სმ-მდე და მეტი დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ჩაზნექილი და ძაბრისებრი, კიდეები ღრმად შეკეცილია შიგნით და ქეჩისებრია, მოყვითალო-მურაა. ფირფიტები – დაღმავალი და დატოტვილი, განიერი, ხშირი, ფეხთან ბადისებრია. ჯერ მკრთალი მურაა, შემდეგ კი მუქდება, ხელის დაჭერისას მუქი მურა ხდება.
ფეხი – 5-8X1-3 სმ, ტიტველი, სადაა, ქუდზე ღია ფერისაა, მთლიანია.
რბილობი – მოყვითალო ან მომურო, ჰაერზე მუქდება. მომჟავო გემოთი.
სპორები – 8-10X4,5-6 მკმ, კვერცხისებრ-ელიფსისებური, ჟანგმიწისფერი, სპორების მტვერი – ყავისფერი.
იზრდება ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა.
შხამიანი სოკოა, სასიკვდილო შედეგით.