თუმანიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 9 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თუმანიშვილი დავით − (1780 - 18??), კალიგრაფი, პოეტი. მოღვაწეობდა რუსეთში; 1826 წელს მიიღო ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი; დავით თუმანიშვილის შემოქმედებას აშუღური პოეზიის გავლენა ეტყობა; თემატურად პოეტის ლექსები ერთფეროვანია, ძირითადია სატრფიალო მოტივი. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. დავით თუმანიშვილმა გადანუსხა და მოკაზმა მრავალი ქართული ხელნაწერი.