ვაშაგაშვილი ჟუჟუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშაგაშვილი ჟუჟუნა − (1936), პოეტი. დაიბადა სოფელ ქვეშში (გორი). სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის პირველ საშუალო სკოლაში. 1957 წელს ჩაირიცხა ცხინვალის სამხატვრო პედაგოგიურ სასწავლებელში. 1965 წელს სწავლა განაგრძო გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ფაკულტეტზე. 1966-1992 წლებში მუშაობდა გორის საბავშვო სამხატვრო სკოლაში სახვითი ხელოვნების პედაგოგად და სასწავლო ნაწილის გამგედ. 1994-96 წლებში ცხოვრობდა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში. ბავშვობიდანვე წერს და ხატავს... იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-ალმანახებში: „ლიახვი”, „კლდეკარი”, „დროშა” და პერიოდულ პრესაში. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული „გაზაფხულიდან-დაზამთრებამდე”, შემდეგ – რჩეული ლირიკა და სონეტები.


* * *
სარკმელში უკვე შეიმღვრა დილა,
მამლის წყვეტილი მაყრულიც ისმის,
შენი სახელი მოცოცავს რბილად
და ნაკვალევი მაჩნდება მისი.
შენ კი, ო, შენ კი, როგორ იძინებ,
როდესაც ჩემთან მეფდება სევდა,
როდესაც ჩემი წამწამის ქიმზე
ღვთით მოდენილი წვეთები სხედან.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები