დაგონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაგონი - ფილისტიმელების ღმერთი. მისი კერპი აღმართული იყო ღაზაში, აშოდში და სხვა ადგილებში. მას თავი, ხელები, მკერდი მამაკაცისა ჰქონდა, წელი - თევზისა.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.