აკრილური საღებავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:05, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკრილური საღებავები – წყალ-დისპერსიული საღებავები პოლიაკრილატების (უმეტესად მეთილ, ეთილ და ბუთილაკრილის პოლიმერები) საფუძველზე, აგრეთვე სოპოლიმერების, როგორც აფსკწარმომქმნელების. იხსნება წყალში, თუმცა ზედაპირზე გაშრობის შემდეგ (შრება ძალიან სწრაფად) ინარჩუნებს მდგრადობას წყლის მიმართ. გამოიყენება მშენებლობაში სამღებრო საქმეში, ავეჯის წარმოებაში, ფერწერასა და სხვ.