სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 10 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტი

1. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის საფუძველზე საპროექტო ან გენერალური სამოიჯარო ორგანიზაციის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის დანიშნულებაა აამაღლოს მშენებლობის ორგანიზაციულ-ტექნიკური დონე და უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტის დროულად ჩაბარება. სამუშაოების წარმოების პროექტში შედის: კომპლექსური, ქსელური, კალენდარული, მასალებისა და მოწყობილობების მოწოდების, ადამიანური რესურსების გამოყენების გრაფიკები, ტექნოლოგიური ქარტები, მითითებები უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის საკითხებზე და სხვა;

2. ობიექტის მშენებლობის საერთო პროექტის ნაწილი, რომელიც მუშავდება მთელი შენობის, ცალკეული ნაწილების (მიწისქვეშა ან მიწისზედა ნაწილის, სექციის, მალის, სართულის, იარუსის აგებისთვის), ტექნიკურად რთული სამშენებლო და მოსამზადებელი პერიოდის სამუშაოებისთვის და წინ უსწრებს სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები