განმბჯენი ანკერი ექვსკუთხა თავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:36, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანკერი განმბჯენი ექვსკუთხა თავით – ისეთივე კონსტრუქციაა, როგორც ანკერი ქანჩით, ოღონდ აქ სარჭისა და ქანჩის ნაცვლად გამოყენებულია ჩვეულებრივი ჭანჭიკი. ბრუნვის შედეგად კონუსი შედის მასრაში და იწვევს მის გაფართოებას ნახვრეტის შევსებამდე.