ანკერი განმბჯენი კაკვით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:30, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანკერი განმბჯენი კაკვით – ისეთივე კონსტრუქციაა, როგორც ანკერი ქანჩით, ოღონდ აქ ქანჩის ნაცვლად გამოყენებულია კაკვი (კაუჭი). სადეფორმაციო მასრას შიდა მხრიდან მოჭრილი აქვს კუთხვილი, ხოლო შუა ნაწილში – ჩანაჭრები. კაკვის ბრუნვით მასრის შუა, შედარებით სუსტი, პლასტიკური ნაწილი, ამოიბურცება, მიეკვრება ნახვრეტის კედელს და მიიღება საიმედო ანკერი. ასეთი სამაგრი გამოიყენება კედელზე მავთულის, ტროსის, თოკის, ჯაჭვის დასაკიდად; ჭერზე ჭაღის ჩამოსაკიდად, ბინაში საბავშვო საქანელას დასამაგრებლად და სხვ.