ალუმინის კონსტრუქციები
ალუმინის კონსტრუქციები – სამშენებლო კონსტრუქციები და ნაკეთობანი, რომელთა საფუძველია ალუმინის შენადნობები ან ტექნიკური ალუმინი.
მთავარი ღირსებებია: სიმსუბუქე, სიმტკიცე, ხანგამძლეობა, კარგი დეკორატიული თვისებები და ესთეტიკურობა, ეკოლოგიურობა, საიმედოობა, პრაქტიკულობა, მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, არ საჭიროებს შეღებვას;
ნაკლია: თანაბარმტკიცე შეერთებების შესრულების სირთულე (განსაკუთრებით შენადუღი შეერთების), დაბალი დრეკადობის მოდული (დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე ფოლადის), მაღალი ღირებულება და სხვ.
კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენება თხელი (1 მმ-მდე სისქის) ფურცლოვანი და დაწნეხილი პროფილები განივკვეთის ეფექტური ფორმით. ალუმინის კონსტრუქციები გამოიყენება ფანჯრის, კარის, აივნის, ვიტრინის , ფარდულის დასამზადებლად, შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის მო-საწყობად, მსუბუქ გადახურვაში ალუმინის წიბოვანი გუმბათი) და სხვ. საქართველოში ნაკლებად გამოიყენება ადგილობრივი ნედლეულის ბაზის უქონლობის გამო.