ბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლის ხე

ბალი ანუ ჩიტის ალუბალი - ლათ. Prúnus avíum. ხე მცენარე, სახეობა – ქლიავი, ვარდისებრთა ოჯახი. ჩიტის ალუბალი მისი უძველესი ფორმაა. ის ჯერ კიდევ ჩვ. წ აღ.–მდე 8000 წლით ადრე იყო ცნობილი ევროპაში – დანიისა და შვეიცარიის თანამედროვე ტერიტორიაზე.


ფოთოლი მოკლე წვეტიანი, ელიფსურ–კვერცხისებური ფორმის, დაკბილული, ოდნავ ნაოჭიანი, ფირფიტები, დაახლოებით 18 სმ.–მდე

ყვავილედი ქოლგისებური, ჯამის და ყვავილის ფოთოლი ხუთი, მტვრიანა ბევრი, ბუტკო ერთი.


ნაყოფი – ტკბილი, მრგვალი ან ოდნავ გულისებური ყვითელი ან მოწითალო კურკა. ბალი ყვავის მარტის ბოლოდან – აპრილის დასაწყისში, ნაყოფს ისხამს მაისის შუა რიცხვებიდან.

ბალის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, სამრეწველო მნიშვნელობა კი აქვს თბილისის, ქუთაისის, გორისა და ლუქსემბურგის რაიონებში.

გავრცელების არეალისა და სამრეწველო მნიშვნელობის მიხედვით ბალს კურკოვან კულტურათა შორის მესამე ადგილი უჭირავს. მთლიანი ბლის ნარგავებს ვხვდებით თბილისის, გორის, ქუთაისის და სამტრედიის რაიონებში. უფრო ხშირად კი ბლის ხეები დარგულია საკარმიდამო ნაკვეთებზე სხვა ხეხილთან ერთად, ან ღობის მოყოლებაზე, ამ ბაღებისა და ვენახების ირგვლივ.

ბალს მყნობით ამრავლებენ. გამონაკლისს შეადგენს ადგილობრივი ჯიშები, რომლებსაც უფრო ხშირად ამონაყარის საშუალებით ამრავლებენ.

საძირედ ბლისათვის იყენებენ ბალამწარას და ბალღოჯს–მაჰალებს (Pr. Mahaleb).

ბლის სხვადასხვა ჯიში მაჰალების საძირეზე, მსხმოიარობაში შესულნი, კარგ აფინიტეტს არ იჩენს, რის გამოც ახალგაზრდა ბლის რომელიმე ჯიში კარგად არ უხორცდებოდეს ბალღოჯს–მაჰალებს. უკანასკნელ ხანებში მებაღეთა შორის გავრცელდა აზრი, რომ ამის მიზეზი უნდა იყოს საძირე მაჰალები. ლიტერატურაშიაც არის მითითებული ზემოაღნიშნულ მოვლენაზე და მაჰალები დასახელებულია მსხმოიარე ბლის ხეების უეცრად გახმობის მიზეზად. საკითხი ჯერჯერობით არ არის სრულად შესწავლილი და ამიტომ საბოლოო დასკვნის გამოტანა მაჰალების საძირის ვარგისობის შესახებ ნაადრევია. მხოლოდ კვლევა–ძიების შედეგად შეიძლება ზემოაღნიშნული მოვლენი8ს ნამდვილი სურათი იქნეს დადგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ხანებში სანერგეებში ბალამწარას უფრო მეტად ხმარობენ, როგორც ბლის ჯიშების უკეთეს საძირეს.

ბალის ყვავილი

სანერგიდან უშვებენ ბლის 1–წლიან ნამყენებს. ბლის ნამყენებს ზრდიან საშუალო შტამბიანებს.

ბლის ჯიშები ბუნებრივად ინვითარებენ ფხვიერ (თხელ) იარუსებიან ვარჯს.

ბლის ხეები პლანტაციებში ირგვება მაჰალებზერ დამყნილი 6X6 მ.–ზე და ბალამწარაზე დამყნილი კი 8X8 მ.–ზე.

ბლის ხე იწყებს მოსავლის მოცემას მე–5, მე–6 წელს. მოსავლის რაოდენობა დიდად მერყეობს ჯიშისა და დასამუშავებლად საკონსერვო ქარხნებში. ბლის ნაყოფი საუკეთესო მასალაა კომპოტებისა და მუშაბებისათვის. საკონსერვო ქარხნებში მუშაობის სეზონი ჩვენს პირობებში ბლის პროდუქციის გადამუშავებით იწყება.

სამტრედიისა და ქუთაისის რაიონები იძლევიან საადრეო ბალს, რომელიც უკვე მაისის პირველ რიცხვებიდან შემოდის ბაზარზე.

თბილისის რაიონის ბლის ასორტიმენტი ჭრელია. აქ ქართულ ბალთან ერთად გავრცელებულია ევროპული ჯიშებიც – სიმწიფის სხვადასხვა დროით. გორის რაიონში უმთავრესად გავრცელებულია ჯიში „დროგანა ყვითელი“, მაგრამ გვხვდება ევროპული წარმოშობის სხვა ჯიშებიც, როგორც მაგალითად, „ნაპოლეონი“, „ბიგარო მეცელის“, „თათრული შავი“, „ესპერენის ბიგარო“ და სხვა.

ლუქსემბურგის რეგიონში გვხვდება ბლის როგორც საადრეო ჯიშები: „მაისის საადრეო“, „თათრული შავი“, აგრეთვე საგვიანო ჯიშებიც: „დროგანა ყვითელი“, „ნაპოლეონი“ და სხვა.

ბლის კულტურას საქართველოს პირობებში მნიშვნელოვნად აზიარებს სოკოვანი დაავადებანი. ამ დაავადებებიდან ბლის ხეს და მოსავალს განსაკუთრებით ზიანს აყენებს ბლის ხეს და მოსავალს განსაკუთრებით აზიანებს სიდამპლე – Monilia.

გავრცელებულია აგრეთვე „ფისის დენა“, რომელიც გამოწვეულია უმთავრესად იმ არანორმალური კვების პირობებით, რომელშიაც ჩაყენებულია ხოლმე ბლის ხე (წყლის რეჟიმი, ძლიერი გასხვლა და სხვა).

მავნებლებიდან ყველგან გავრცელებულია ფოთლის ტილი (Aphis cerasi D.), რომელიც იწვევს ფოთლების დახუჭუჭებას და ზოგჯერ ყლორტების ზრდის შეჩერებასაც. იგი ზოგჯერ შესამჩნევ ზიანს აყენებს ნამყენებს სანერგეში, თუ არ იქნა მიღებული ამ მავნებლის საწინააღმდეგო ზომები.

თბილ რაიონებში (აფხაზეთის, ქუთაისის და სამტრედიის რაიონებში) შესამჩნევად აზიანებს ნაყოფს ალუბლის ბუზის მატლი (Spilographa cerasi L.), რომელიც შედის ნაყოფის ხორცში და აფუჭებს ნაყოფს. ეს ბუზი აზიანებს მხოლოდ საგვიანო ჯიშებს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები