ბრინჯაო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:46, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრინჯაო – სპილენძის, კალისა და სხვა მეტალების ნაერთი (ტყვია, ალუმინი). მას თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო, რომლებიც აადვილებს მხატვრული ნაკეთობების დამზადებას, ფართოდ იყენებენ ხელოვნებაში. ბრინჯაო კარგად ექვემდებარება დამუშავებას, ჭედურობას; პრიალდება სარკესავით, გარეგანი პირობების ზემოქმედებით იღებს ლამაზ შეფერილობებს, შესაძლოა მისი ქიმიური ტონირება, ექვემდებარება მოოქროებას.