საზღვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზღვარი – რეალური ან წარმოსახვითი ხაზი სივრცეში ან დროში, რომელიც ერთ ობიექტს (ტანი, პროცესი, მდგომარეობა, სახელმწიფო) გამოყოფს მეორესაგან.
არსებობს საზღვრის სახეები: ენის, მიწის ნაკვეთის, მცენარეული საფარის, პლატოს, საბაჟოს, საომარი მოქმედებების, სარწმუნოების (მატემატიკურ სტატისტიკაში), სახელმწიფო, ტერიტორიის (ადმინისტრაციული), ტოპოლოგიური, ფაზის, შეწოვის, ხანძრის, ხეობისა და სხვა.