გადარჩენის ოპერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 6 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„გადარჩენის (ხსნის) ოპერა“ – XVIII ს. მიწურულის რევოლუციის პერიოდის ფრანგული საოპერო ჟანრი. დააახლოვა XVIII ს. ფრანგული ოპერის ორი ტრადიციული შტო – ლირიკული ტრაგედია და კომიკური ოპერა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეალიზმის დამკვიდრების საქმეში საოპერო ხელოვნებაში. „გადარჩენის ოპერა“ გამსჭვალული იყო ტირანიასთან ბრძოლის, თავგანწირვის მაღალი მოვალეობისადმი ერთგულების იდეებით; აღსავსე იყო მღელვარე სიტუაციებით, მძაფრი ემოციებით, „საშინელის“ ელემენტით (აქედან წარმოსდგება სხვა სახელწოდებაც „საშინელებათა ოპერა“ ან „გადარჩენის და საშინელებების ოპერა.“