გუმბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანტა მარია დელ ფორეს ტაძრის გუმბათი.
ბრუნელესკი, ფლორენცია 1420-1436 წ.

გუმბათი - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად.

გუმბათს სახეები

  1. ცრუ გუმბათი – გუმბათი, რომელიც არ იწვევს განბრჯენას და რომელსაც ქმნის ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების თანმიმდევრული წინ წამოწევა.
  2. ბოლქვისებრი გუმბათი – ფორმის მიხედვითჰგავს ბოლქვს და ჩვეულებრივ ეყრდნობა ცილინდრული გუმბათის ყელს გავრცელებულია რუსულ ხუროთმოძღვრებაში.
  3. აფრიანი გუმბათიაფრებზე დაყრდნობილი გუმბათი.
  4. სფერული გუმბათი – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.
  5. სფერულ-კონუსური გუმბათი – განიკვეთში ისრული თაღის მოხაზულობის მქონე გუმბათი.
  6. კარვისებრი გუმბათი – პირამიდის ფორმის გუმბათი.
  7. მუზარადისებრი გუმბათი – კონუსის ფორმის გუმბათი.


იხილე აგრეთვე

ქოლგისებრი გუმბათი


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები