გუმბათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:32, 5 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუმბათი - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად.
გუმბათს სახეები
- ცრუ გუმბათი – გუმბათი, რომელიც არ იწვევს განბრჯენას და რომელსაც ქმნის ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების თანმიმდევრული წინ წამოწევა.
- ბოლქვისებრი გუმბათი – ფორმის მიხედვითჰგავს ბოლქვს და ჩვეულებრივ ეყრდნობა ცილინდრული გუმბათის ყელს გავრცელებულია რუსულ ხუროთმოძღვრებაში.
- აფრიანი გუმბათი – აფრებზე დაყრდნობილი გუმბათი.
- სფერული გუმბათი – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.
- სფერულ-კონუსური გუმბათი – განიკვეთში ისრული თაღის მოხაზულობის მქონე გუმბათი.
- კარვისებრი გუმბათი – პირამიდის ფორმის გუმბათი.
- მუზარადისებრი გუმბათი – კონუსის ფორმის გუმბათი.
იხილე აგრეთვე