ბალალაიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 5 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალალაიკა - რუსული სამსიმიანი (ძველად ორსიმიანი) სამკუთხედის ფორმის მუსიკალური საკრავი. უკრავენ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ყველა სიმზე ჩამოკვრითა და ცალკეული სიმის მოზიდვით. ფართოდ იყო გავრცელებული XVIII-XIX სს-ში. 1880-იან წლებში ბალალაიკა გააუმჯობესეს ვ. ანდრეევმა და მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატებმა ფ. პასერბსკიმ და ს. ნალიმოვმა. ბალალაიკა რუსული ხალხური საკრავიერი ორკესტრის ძირითადი ინსტრუმენტია.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი