სფუმატო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:59, 21 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სფუმატო — (იტალ. Sfumato), ფერწერაში ჩრდილ-ნათელი ფართო და რბილი შესრულების მანერა, საგანთა ბუნდოვანი უჩინარი გარემოყვანილობა, როგორც განსაკუთრებული მხატვრული მიდგომის შედეგი. ტერმინი სფუმატო დაკავშირებულია ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებასთან. სფუმატო ჰაეროვან-ტონალური პერსპექტივის გამოსახვის ერთ-ერთი ტექნიკაა და როგორც წესი, გამოიყენება სივრცის გამოსახატავად.