გაკვეთილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:48, 15 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაკვეთილი - გაკვეთილი სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდია. არსებობს გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი. კერძოდ, (1) ერთი მასწავლებელი და ბევრი მოსწავლე; (2) კერძო მეცადინეობა: ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე; (3) ფორმალური სწავლის დრო მასწავლებლის გარეშე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით; (4) ვიდეოკონფერენცია: საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სივრცეში (ოთახში) განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.