სარაბანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:46, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარაბანდა – (ესპ.zarabanda), ძველებური ესპანური ცეკვა სამწილად ზომაში. თავდაპირველად ასრულებდნენ მხოლოდ ქალები და ამიტომ ხაზგასმული ემოციური ხასიათისა იყო. XV—XVI საუკუნეებში სრულდებოდა როგორც სავალდებულო ნომერი კომედიის დაწყების წინ. XVIII ს.-ში დამკვიდრდა საფრანგეთში, სრულდებოდა სახეშეცვლილი, განსხვავებული მანერით — ნელა, საზეიმოდ, მენუეტის მსგავსად. მოგვიანებით სარაბანდა გახდა სასახლის კარის ცეკვა, იგი შეიტანეს ბალეტში.