რუმბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუმბა — (ესპ. rumba),
- თანამედროვე სამეჯლისო ცეკვა. ოთხწილად ზომაში, მექსიკური წარმოშობის, (ასევე მუსიკა ამ ცეკვისათვის), რომელიც 20-იანი წლების მიწურულში გავრცელდა აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში.
- საერთაშორისო სპორტული სამეჯლისო ცეკვა. წარმოიშვა კუბაში კუბური ხალხური ცეკვების საფუძველზე. რუმბა ისეთი ცეკვაა, რომელშიც მოცეკვავის მთელი სხეული მონაწილეობს. ტემპი — 28-32 ტაქტი წუთში. აქცენტირებულია ტაქტის პირველი და მეოთხე თვლა, რომელთა დროს მოძრაობს თეძოები. მეოთხე თვლა უფრო მეტადაა აქცენტირებული, ვიდრე პირველი. მუსიკალური ზომა — 4/4.