მთავარი საფეხურები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 16 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთავარი საფეხურები - (ინგლ. principal degree) პირველი, მეოთხე და მეხუთე (I, IV, V) საფეხურები (ე.ი. ტონიკა და მისგან კვინტით ქვემოთ და ზემოთ მდებარე სუბდომინანტა და დომინანტა) მაჟორსა და მინორში. თავისი სახელწოდება მთავარმა საფეხურებმა იმიტომ მიიღეს, რომ მათზე აგებული აკორდები უმნიშვნელოვანესია კილოების მაჟორულ - მინორულ სისტემაში.