ფერხისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:22, 27 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფერხისა − ქართული ხალხური ცეკვა, რომელიც საოჯახო დღესასწაულის დროს, შვილის დაბადებისას, ძეობაზე მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ ასრულებდნენ. ფერხულის მონაწილენი ორ მწკრივად ერთმანეთის პირისპირ გაწყობილი ფერხულს ცეკვავდნენ და საძეობო ლექს-სიმღერებს მღეროდნენ, რომელთა შორის „მზე შინაც” იგულისხმებოდა. ამის მანიშნებელი იყო გამოთქმა „დაჰპატიჟებენ მზესა-და”, რომელსაც მელოგინე ქალის საწოლ ოთახში შესვლისას მღეროდნენ.
ლიტერატურა
მსხალაძე, 1965:37, 50-51.