ორხესტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორქესტრა

ორქესტრა – (ბერძ. ὀρχήστρα ვცეკვავ), ძველბერძნული თეატრის უძველესი ძირითადი ნაწილი. ძვ. წ. V საუკუნეში ორქესტრა იყო გუნდისა და მსახიობების სამოქმედო ადგილი. წარმოადგენდა მიწამოტკეპნილ მრგვალ მოედანს. ცენტრში იყო დიონისეს სამსხვერპლო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ადრინდელი ბერძნული თეატრი საკულტო ნიადაგზე შეიქმნა. შემდგომში სამსხვერპლო შეცვალა დიონისეს ტაძარმა, რომელიც შედიოდა სათეატრო ნაგებობათა ანსამბლში. ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს, როდესაც პიესის მოქმედება „პროსკენიუმზე“ გადაიტანეს, კიდევ უფრო გაიზარდა ორქესტრას მნიშვნელობა, როგორც სასცენო მოედნისა. ელინისტურ თეატრში ორქესტრას გუნდისათვის იყენებდნენ. რომის იმპერიის ხანაში ორქესტრა გამოიყენებოდა გლადიატორებისა და საზღვაო ბრძოლებისათვის.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები