მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 19 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსიკა – ხელოვნება, რომელშიც განცდები, განწყობილებები, იდები გამოისახება რიტმულად ორგანიზებული ბგერების და ტონების შეხამებით. მუსიკას დიდი ადგილი უკავია ხალხთა საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში; იგი კაცობრიობის კულტურის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინებაა, მუსიკის ძირითადი საფუძველი მელოდიაა, მუსიკის მხატვრული გამდიდრება ხდება მისი შეხამებით ხელოვნების სხვა დარგებთან – პოეზიასთან (ვოკალური მუსიკა, მელოდეკლამაცია), ცეკვასთან ან ერთდროულად ხელოვნების რამდენიმე სახეობასთან (ოპერა, ბალეტი, მუსიკა დრამატულ თეატრსა და კინოში). ადამიანზე მუსიკის ესთეტიკური ზემოქმედების ერთ-ერთ მხატვრულ საშუალებას წარმოადგენს მისი სინქრონული შეთავსება ფერთან (ფეროვანი მუსიკა).




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები