ბაიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Baiani.JPG

ბაიანი - (ლეგენდარული რუსი მომღერალ-მთქმელის ბაიანის ან ბოიანის სახელის მიხედვით), ენაკიანი მუსიკალური საკრავი, ხელის ღილაკებიანი გარმონი, რომლის მარჯვენა კლავიატურაზე სრული ქრომატული ბგერების რიგია განლაგებული (დიაპაზონი-დიდი ოქტავის სი ბემოლი - მეოთხე ოქტავის დო დიეზი), ხოლო მარცხენაზე - ბანები და მზა აკორდული აკომპანემენტი. ბაიანს აქვს მზა აკორდები ყველა ტონალობაში - მაჟორული და მინორული სამხმოვანებები და მათი შებრუნებები, სეპტაკორდები (ზოგჯერ შემცირებულიც).

ბაიანი პირველად უწოდეს (1907) მისმა კონსტრუქტორებმა პ. სტერლიგოვმა და ი. ორლოვსკიმ. საზღვარგარეთ იყო ცნობილი კნოპიანი (ან ქრომატული) აკორდეონის სახელით.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები