ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 15 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, , გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო რიეთის ქვემოთ, სკრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე. ე. თაყაიშვილის ცნობით, ეკლესიის დასავლეთ ფასადიდან ჩამოვარდნილი ქვის (დაკარგულია) მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია ქტიტორი შალიკაშვილი. ამ ცნობის საფუძველზე ნაგებობა XVIII ს. დასაწყისით თარიღდება.
ეკლესია დარბაზულია (8,65 X 7,75 მ), ნაგებია აგურით. შენობა 1920 წლის მიწისძვრის დროს ძლიერ დაზიანდა. შემორჩენილია ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთ კედლების ქვედა ნაწილები და აფსიდი. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. შეისრული ფორმის სარკმელი მხოლოდ საკურთხეველშია შემორჩენილი.