არლეკინი (სცენის დეკორაცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არლეკინი – სცენის დეკორაციული გაფორმების ნაწილი: მაყურებელთა დარბაზის მხრიდან ზოლად გაჭიმული ქსოვილი, რომელიც უძრავადაა დამაგრებული სცენის პორტალური თაღის ზედა გაუხსნელ ნაწილზე. „არლეკინის“ დანიშნულებაა დაფაროს ზედა სცენის კონსტრუქციები და მექანიზმები. „არლეკინი“ წინა ფარდის ერთგვარი ზედა დაბოლოებაა და მასთან ერთად ქმნის მაყურებელთა დარბაზის არქიტექტურულ ინტერიერს. ამ ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია იტალიური კომედიის (ე. წ. „ნიღბების კომედიის“) ერთ-ერთ ტრადიციულ პერსონაჟთან — არლეკინთან, რომელიც, ფარდის წინ გამოსვლისას მის ნაოჭებში იმალებოდა.
არლეკინი მრავალმნიშვნელოვანი |