ჰასკამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 16 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰასკამ-ი – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული სვანური სკამი; კეთდებოდა „ლიფანალის“ – სულის მოსახსენებელი – დღეობისათვის; წარმოადგენდა საუფროსო სავარძლის სიმაღლის ოთხ ფეხზე შემდგარ სკამს ზურგსაბჯენი ფიცრით. მასზე დებდნენ მიცვალებულის კუთვნილ ტანსაცმელს და, როგორც წესი, საწესო სუფრასთან ახლოს დგამდნენ. ჰასკამს ორმოცი დღის განმავლობაში წვავდნენ ან ეკლესიას სწირავდნენ.
ლიტერატურა
ლ. ბედუკიძე. სვანური ავეჯი (ფიჩქი და ჰასკამი) // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“. XXXVI. 1982, გვ. 85-94.