რიტმი (სპექტაკლი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიტმი – დროსა და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა, სცენური მოქმედების ყველა ელემენტისა და გამომსახველობითი საშუალების მონაცვლეობა და შეთანხმებულობა. რიტმს განაპირობებს მოქმედების სიჩქარე. რიტმი ამ შემთხვევაში თითქმის ტემპს ნიშნავს. ამიტომ შემოიღო კ. სტანისლავსკიმ ტერმინი „ტემპო-რიტმი“, რომელიც აერთიანებდა ორივე ცნებას.