კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთის განაპირას, ჩრდილოეთით სასაფლაოზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია შენობის კედლები, თლილი ქვის ლავგარდანი და კრამიტის სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხოვანი, ხოლო დასავლეთ კედელში შედარებით განიერი სარკმელია. საკურთხევლის წინ, ზემოთკენ გაგანიერებული სატრაპეზო ქვა დგას. აფსიდის მხრებიდან წინ გამოწეული, შეკიდული სატრიუმფო თაღი კედლის იმპოსტებს ეყრდნობა, ცილინდრული კამარა - გრძივ კედლებს.

ბიბლიოგრაფია

  1. გვასალია ჯ. ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.ტ.VI.-თბ.,1982.-გვ.52. მოკლე ცნობა საქართველოს მეფეების საზაფხულო რეზიდენციის შესახებ. რეზ. რუს. ენაზე.
  2. კარალეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.73-74. სოფ. კარალეთის ჩრდილოეთით მდებარე, ფეოდალური ხანით დათარიღებული, ღვთისმშობლის სახელობის, დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
  3. კარალეთი (ნაჭარმაგევი)//შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.39-40. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. მოკლე ცნობა კარალეთის დარბაზული ტიპის ეკლესიის შესახებ.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები