გაიჩაანთუბნის წმინდ გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაიჩაანთუბნის წმინდ გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიჩაანთუბანში. სტილისტური ანალიზით თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (ზომები მინაშენებიანად – 21 X 15 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი მოგრძო კვადრებით. გადმოცემით, აუშენებიათ ბერძენ ოსტატებს. დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, აღმოსავლეთი ფასადი, მორღვეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზემო ნაწილები, დაშლილია ხის კანკელი (ფრაგმენტები აწყვია საკურთხევლის წინ); შემორჩენილია მინაშენების ნანგრევები.

ეკლესიას ოთხი შესასვლელი აქვს – სამხრეთიით, დასავლეთით და ორი ჩრდილოეთის კედლის განაპირა ნაწილებში (ორივე ამოშენებულია), სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელები შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხოვანი. დასავლეთის შესასვლელს გარედან დეკორატილიუ თაღი აგვირგვინებს. აფსიდის ღერძზე დიდი ზომის თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე – თითო სწორკუთხა, ღრმა ნიში. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით, რომლებზედაც დაბჯენილი იყო სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივ გლუვ კედლებს უშუალოდ ეყრდნობა კამარა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე კედლის სისქის შემცირებით შექმნილია საფეხური, რომელსაც ეყრდნობა სამხრეთის სწორკუთხოვანი მინაშენის კამარა. მინაშენში, ეკლესიის შესასვლელის ღერძზე, განივი კედლებით გამოყოფილია განიერი სწორკუთხოვანი კარიბჭე, რომელიც წინიდან მთელ სიგანეზე იყო გახსნილი. კარიბჭე განივ კედლებში გაჭრილი თითო კარით უკავშირდებოდა მინაშენის დასავლეთ და აღმოსავლეთ სათავსებს. ეკლესიას ჩრდილოეთითაც აქვს სწორკუთხოვანი მინაშენი. ორივე მინაშენის აღმმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ეკლესიის აფსიდის მხარეს კი, კედლის სისქეში – დიდი თაღოვანი ნიში. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში აქვს.

ბიბლიოგრაფია

  • გაიჩაანთუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.51-52. სოფ. გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტილისტური ანალიზი და დათარიღება. ტექსტს ერთვის აღმოსავლეთის ფასადი და გეგმა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები