სტილ-ბენდ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 23 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტილ-ბენდ-ი – („კასრების ორკესტრი“) – შედგება ორ ათეულზე მეტი ბენზინის კასრისაგან, რომლებზედაც მუსიკოსები უკრავენ რეზინის ბუნიკიანი ჯოხებით. ძირის ზედაპირზე გაკეთებულია სეგმენტები – ამონაზნექები (1216), რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე ხმოვანებენ. ინტერვალები ამ სეგმენტებს შორის ჟღერენ როგორც დიდი ან პატარა ტერცია, წმინდა კვინტა ან კვარტა, დიდი ან პატარა სეკუნდა. ორკესტრში არის კასრი-ბანი, კასრი-ბარიტონი, კასრი-ტენორი, კასრი-ალტი და ყველაზე მაღალი ბგერის მქონე – კასრი პიკოლო. მისი სამშობლოა კუნძული ტრინიდადი. 1950 წ. ტრინიდადის დედაქალაქის პორტ-ოფ-სპეინის საკონცერტო დარბაზში შედგა კასრების ორკესტრების I ფესტივალი. ზოგიერთმა ორკესტრმა პროფესიულის სტატუსიც კი მიიღო.