ბუღდაშენის ტბა
ბუღდაშენის ტბა - პატარა, სამკუთხედის ფორმის ტბაა, რომელიც ჩილდირის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მოსწორებულ ზეგანზე მდებარეობს. ტბის შუაში პატარა კუნძულია. ტბა წყალმარჩხია. მისი წყალშემკრების სამ მეოთხედს შეადგენს მდინარე ზაგრანიჩნაია.
ჯამური სტატისტიკური მონაცემები ბაღდაშენის ტბისათვის
- ფართობი - 0.39კმ2
- სიგრძე - 1.3კმ2
- სიგანე - 0.8კმ2
- სიღრმე - 0.8მ
- სიმაღლე ზღვის დონიდან - 2,040მ
- ტემპერატურა - 9°C
- მდინარის აუზის ფართობი - 69კმ2
ტბის ერთადერთი შენაკადია მდინარე ზაგრანიჩნაიაა, რომელიც ჩილდირის ქედის სამხრეთ კალთებიდან მოედინება, მისი სიგრძე დაახლოებით 15 კმ-ია.
ბაღდაშენის ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან გამოედინება მდინარე ბაღდაშენი და უერთდება მდინარე ფარავანს სოფ. ორჯოლარის მიდამოებში.
წყარო
მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია / ი. მაჭარაშვილი, გ. არაბული, გ. დარჩიაშვილი, გ. გორგაძე - თბ., 2004 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკი - 63გვ.: ფოტ.; 22სმ. - - ტექსტი ქართ. და ინგლ.