ბუღდაშენის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 6 იანვარი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუღდაშენის ტბა - პატარა, სამკუთხედის ფორმის ტბაა, რომელიც ჩილდირის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მოსწორებულ ზეგანზე მდებარეობს. ტბის შუაში პატარა კუნძულია. ტბა წყალმარჩხია. მისი წყალშემკრების სამ მეოთხედს შეადგენს მდინარე ზაგრანიჩნაია.
ტბის ერთადერთი შენაკადია მდინარე ზაგრანიჩნაიაა, რომელიც ჩილდირის ქედის სამხრეთ კალთებიდან მოედინება, მისი სიგრძე დაახლოებით 15 კმ-ია.
ჯამური სტატისტიკური მონაცემები ბაღდაშენის ტბისათვის
- ფართობი - 0.39კმ2
- სიგრძე - 1.3კმ2
- სიგანე - 0.8კმ2
- სიღრმე - 0.8მ
- სიმაღლე ზღვის დონიდან - 2,040მ
- ტემპერატურა - 9°C
- მდინარის აუზის ფართობი - 69კმ2
წყარო
მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია / ი. მაჭარაშვილი, გ. არაბული, გ. დარჩიაშვილი, გ. გორგაძე - თბ., 2004 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკი - 63გვ.: ფოტ.; 22სმ. - - ტექსტი ქართ. და ინგლ.